ეს საიტი მეკუთვნის მე, სიკო ჯანაშიას. კოლუმბიის უნივერსიტეტში დავასრულე  სადოქტორო პროგრამა განათლების საერთაშორისო მიმართულებით. ჩემი დისერტაცია ეხება სულადობრივი დაფინანსების სისტემის შემოღებას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. მაგისტრატურა ჰარვარდის უნივერსიტეტში  დავამთავრე, სწავლა-სწავლების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე ისტორიის სპეციალობით.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში დამფუძნებელი მასწავლებელი ვიყავი და ამჟამად საზოგადოებრივი პროგრამების კოორდინატორად ვმუშაობ.  

ვასწავლიდი ილიას უნივერსიტეტში და კოორდინირებას ვუწევდი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასა და განათლების მიმართულების პროგრამების გარდაქმნას. 

2004-2009 წლებში ვმუშაობდი განათლების რეფორმის პროექტ "ილია ჭავჭავაძეში" ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების შემუშავებაზე. ამჟამად კონსულტირებას ვუწევ ყირგიზეთის მთავრობას, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელი. 

ასევე ვარ საქველმოქმედო ფონდ ბორანის თანადამფუძნებელი. ამჟამად ვმუშაობ მეგობრებთან ერთად განათლების კვლევების ასოციაციის დაფუძნებაზე.