17-18 საუკუნექართულიწყაროები

საბა-სულხან ორბელიანი (1658-1725), მოგზაურობა ევროპაში (მრწამსი)

საინტერესო ეპიზოდი, საბას მრწამსისა და მისდამი დამოკიდებულების შესასწავლად / Saba-Sulkhan Orbeliani, Travels to Europe. An interesting episode for studying Sabas’ attitude towards religion, and others attitudes towards his decisions.

… მოვაწიეთ ჩვენს ქვეყანას . მოვედი აბოცს

მაშინ ქართლში მეფედ იასე იჯდა, გიორგი მეფის ძმის წულ ცოლად შეერთო. არ ერგებოდა. ნათესაობაც შეეშალა. და ვერც ჩემზედ იყო კაის გულითა. მე ვალი მრავალი მემართა ბურსელის ვაჭრებისა. რომ რაც გზაზე წამართვეს, მათგან ავიღე და იმერეთს მათ აღარ გამიშვეს. ჩემს ძმებსაც კაცი გამოეგზაენათ, ქართლში ჩასვლა დაეშალათ. მაგრამ ღონე აღარ იყო ჩამოველ. მეფემაც კაი პატივი მცა, მაგრამ ასრე სრვა გახშირებულიყო, მრავალი სული ამოეწყვიტა და თბილისიც აყრას და ხიზვნას აპირობდა. ჩემი მოვალეები განჯას აბრეშუმისათვის მიეშურებოდენ. ივლისის თვე იყო. ქართველი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისათვის გამიმტერდენ და ასე შეკრეს ყოველი: ჩემი ნათესავი და მოყვარე და მეფე – დარბაისელნი, ვერავინ შემომეწია. ვალის მიცემაც გამიქარდა. თბილისს ერთი დავრდომილი ნათლიდედა მყეანდა, კათოლიკე მართლმადიდებელი. მან დაიწყო სიარული. მას ავს დროს თავისის მოყვრებისა და მეცნიერთაგან, რაც ვალი მემართა, სულ მოაგროვა და მოვალეები გაისტუმრა.

მერმე სამღვდელოთ შფოთი აღძრეს ჩემზედ. კრვბა და ბოროტის ქნა მოინდომეს მაგრამ მეფე ვერ აიყოლიეს. სამი თვე კიდევ იბატონა და მერმე მეფე ბაქარ დასჯდა მეფედ . ვისთვისაც ესოდენი ჭირი მენახა და ვისაც მეფობას ვსცდილობდი, ათხუთმეტის წლისა იყო. მოატყუეს. მცხეთას, ჩემი სიყვარული და სამსახური სულ დაავიწყეს, კრება მიყვეს და წმიდის პაპის გინება მომიდვეს . მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ. და მრავალი ავი მოინდომეს, მაგრამ ღმერთმან ყოვლისაგან დაგვიხსნა. მეფემაც პატივი მოგვაპყრა და მათი ვერაგობაც გაცუდდა. ვახტანგ მეფეს სმენოდა, დიდად სწყენოდა და ყოველნი დაეტუქსა.