19-ე საუკუნექართულიწყაროები

სოლომონ II იმპერატორ ალექსანდრეს

საინტერესო მონაკვეთი ტერმინ და ცნება „საქართველოს“ შესასწავლად | Solomon II, King of Western Georgia to Russian Emperor Alexander. Interesting episode for studying a term “Georgia”

მუხლნი სათხოვარნი სოლომონ II–ისა ალექსანდრე I-სადმი იმერეთის სამეფოზე მისი უფლებების დამტკიცების შესახებ.

17. საქართველო და იმერეთი რადგანაც იქმნების თანასწორსა მონაობასა შინა ყოვლისა რუსეთის მპყრობელისასა, ამისთვის დღიდგან დადგინებისა ამის მოწერისა არა ვისმე ექმნების იმერეთიდგან საქართველოს გარდავიდეს დასასახლებლად, თვინიერ ცნობისა და ნებისა ჩემისა. და ეგრეთვე არცა ვისმე აქუნდების ნება საქართველოთგან იმერეთს გარდამოვიდეს დასასახლებელათ, თვინიერ საქართველოს უპირატეს მმართებელის ნებისა. აქამომდე უკვე გარდამოსრულნი საქართველოდგან იმერეთს და იმერეთიდგან საქართველოს გარდასრულნი დაშთებიან მუნ, სადაცა აწ იგინი იმყოფებიან, ამისთვის, რომელ იმერეთსა და საქართველოსა აქამომდე, აქუნდათ რა სხვა და სხვა მთავრობა, ძალედვათ და თანამდებცა იყვნენ შემწეობათ და მფარველობად უცხოსა ქვეყნით გარდამოსულთა კაცთა, ვითარცა ესე მიღებულ არს ესრეთ ყოველთა განათლებულთაცა ჴელმწიფებათ შინა….