ქართულიწყაროები

სიმონ მეფის (16-ე საუკუნის მეორე ნახევარი) ერთერთი ლაშქრობის შესახებ

სიმონ მეფის (16-ე საუკუნის მეორე ნახევარი) ერთერთი ლაშქრობის შესახებ, რომელშიც მისი პიროვნული თვისებები ჩანს. About one military campaign of King Simon (2nd half of 16th century), where one could trace his sense of responsibility

ამასვე ჟამსა შემოიკრიბნა მეფე-მან დანაშთომნი სპანი ქართლისანი, რამეთუ ლორის-ციხიდამ გადმოხრულ-იყუნენ ოსმალნი, ვინად-გან მეფესა ჰგონებოდნენ შორს და იხრებდნენ ტაშირსა შინა, უეცრად დაესხა მათ სვიმონ მეფე და მოსწყვიტნა სრულიად, აღიღო ციხე ლორეცა და დაიპყრა თვით, მოვიდა ტფილისს და დაეზავა როსტომს იმერთა მეფესა, მისცნა გძევალნი იმერეთისანი და გამოუხუნა, რომელნი დაშთნენ ბრძოლასა შინა მუნ წარჩინებულნი აზნაურნი და გლეხნი, ანუ მეციხოვნენი:

შემდგომად მოადგა სვიმონ მეფე გორს, და ჯდა რა გორი-ჯვარს შთანთქა თრიაქი (ვითარ დაჩვეულ იყო პატიმრობასა შინა), და სვა ღვინო, მოინება მწვანილი მტილთა-გან, მეტყველ-მან სპათა თვისთა. ” არა არს თუ სირცხვილი თქვენდა, რამეთუ მნებავს მწვანილი, ვხედავ თვალითა და ვერ მიგემებიეს.” ამისა მსმენელნი სპანი განვიდნენ გორს, რათა მოიღონ მწვანილი, მოეტევნენ ციხიდამ ოსმალნი და იქმნა ბრძოლა და მოსწყდნენ მრავალნი. არამედ უფროსად ბოსრვიდიან თოფ-ზარბაზნითა ციხიდამ: მაშინ მოკლეს პაპის ძმის-წული მეფისა, სპასპეტი მეწინავისა გოჩა (რამეთუ იყო ესე გოჩა ძე გიორგისა, გიორგი ძე კონსტანტინესა, კონსტანტინე ძე ალსექსანდრესი, ალექსანდრე ძე კონსტანტინე მეფისა და ამ გოჩათი ეწოდათ ამა ძეთა გოჩა-შვილად), მოართვეს მწვანილი მეფესა და აყვედრეს მოწყვეტა სპათა მისთვის (მიერით-გან უწოდეს ხელი სვიმონ მეფე. ხოლო მაჰმადიანნი უხმობრნენ დელი სვიმონ).

საქართველოს ცხოვრება 1469-1800-მდე, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ