იტვირთება
მე-20-ე საუკუნექართულიწყაროები

ნოე ჟორდანია ევროპელობის შესახებ

ჩვენ ქართველები ჩავდექით ახალ ხანაში, არა როგორც ეთნოგრაფიული ხალხი, არამედ როგორც ქართველი ხალხი, მქონე საკუთარი ისტორიის, კულტურის, ზნე-ჩვეულების. აი ეს არის ეროვნული ნიადაგი, ამაზე ვაშენებთ ევროპიულ ცივილიზაციას. თუ ეს ნიადაგი დავკარგეთ, გვეკარგვის ხალხოსნობა, კულტურა, თავისი “მე”; თუ ევროპის ცივილიზაცია არ შევითვისეთ, ვრჩებით დაუძლურებული, სუსტი, მზათ გადასაშენებლათ, ორივე წინადადებას ჩვენი გაქრობა მოსდევს. ქართველმა ხალხმა ეს კითხვა უკვე გადასჭრა, ის ახალ გზაზე ორპირი მახვილივით გამოვიდა: ერთი ჭრის იმათ, ვინც მის პირადობას ეხება, მეორე იმათ, ვინც იმედს უწყვეტს, ვერ გაევროპიელდებიო. ქართველობა და ევროპიელობა – აი რა სწერია მის დროშაზე. ჩვენი წინსვლა ამ დროშის თანდათან გაშლას მოასწავებს.

“ნაწერები”, გვ. 108.

ილუსტრაცია: სიმონ ჯანაშიას ჩანაწერების წიგნაკი.

გაუზიარე სხვებს