იტვირთება
მე-17-18-ე საუკუნეებიქართული

სამართალი ბატონიშვილისა ვახტანგისა (კარი სამართლისა ქმნისა)

ვახტანგ VI

ვახტანგ VI მსჯელობს მეფობის შესახებ / Vakhtang the VI discussing the problems of being a king

2. საქართველოს მეფენი ბევრჯელ დიდად ამაღლებულნი და ნებისაებრ თვისისად ბრძანებულან, და ბევრჯერ ჟამთა და დროთა ცვალებით ასრე დამდაბლებულან, რომე ოდენ სახელი მეფე ჰრქმევია, თორემე მართებული არა უქნევინებიათ რა, როგორც ყმათ სდომებიათ, ისრე უსამართლებიათ და ურიგებიათ. ამისი მომსწრები თვითონ მეცა ვარ, და სხვანი მრავალნი ხნით ჩემსა უფროსნი არიან და ისინიც ამგვარს დორს ბევრს შეესწრებოდნენ.

აწ ამისთვის ვიწყოთ, თუ მეფეს მეფობა შეეძლოს – ქნას; თუ არა, – სახელი და საუკუნო უნდოდეს, შუძლებლად მეფობას უქნელობა ჯობს და ჴელის აღება.

თუ ერანის ჴელმწიფის ყეენით იყოს ერთი რამ საქმე, რომე უმისოდ ვერ იქმოდეს, და თუ ქნას, ის იწყენდეს, იმისი საქმე სხვა არის. კანონი ხომ აქვს, რომე კაცმან სწორე სამართალი ვერა ქნას, მაგრამე იმას არა გაეწყობის, რა.

და მეფეს სხვა დრო ასეთი შეხვდეს, რომე ყმათაგან ვერ იქმოდეს, ან ჴელი აიღოს და ან არა, თუ სოფლის ნივთით შმსჭვალიყოს თუ მეტ-ნაკლები, დიდებული გამოარჩიოს და იმათ სამართლონ ქუეყანა. და მეფე ღ~თს, – ეხვეწოს, უბრალო იქნების. მათ იციან დამათმან სულმან და მან საუკუნომან

გაუზიარე სხვებს